ტექნოკულტურა

ტექნოკულტურა
მასობრივი კულტურისა და მომხმარებლური საზოგადოების ერთიანობას წარმოადგენს, სადაც სამომხმარებლო საგნები, კინო, ტელევიზია, მასობრივი იმიჯები და კომპიუტერიზირებული ინფორმაცია კულტურის დომინანტურ ფორმად გადაიქცევიან განვითარებულ მსოფლიოში და ასევე სულ უფრო მზარდი გავლენა აქვთ განვითარებად ქვეყნებზეც.ტექნოკულტურაში, იმიჯები, სანახაობა და ესთეტიზირებული სამომხმარებლო საგნები, ან კიდევ „სამომხმარებლო საგნების ესთეტიკა“ კულტურის ახალ ფორმებს შეადგენენ, რომლებიც ახდენენ ყოველდღიური ცხოვრების კოლონიზირებას და პოლიტიკას, ეკონომიკასა და სოციალურ ურთიერთობებს გარდაქმნიან. ყველა ამ სფეროში ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო ცენტრალურ როლს თამაშობს (კრიტიკული თეორია, მარქსიზმი და მოდერნი, კელნერი).
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»